2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის საუნივერსიტეტო დაფინანსება (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა)
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტთა სავარაუდო სია (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა), რომლებმაც მოიპოვეს 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის საუნივერსიტეტო დაფინანსება (სტატუსი სავარაუდო გულისხმობს, რომ აპელაციის შემდეგ შესაძლებელია ნაწილობრივ შეიცვალოს სიაში მოცემული შემადგენლობა).
დაინტერესებულ პირთა აპელაციების მიღება იწარმოებს 2024 წლის 26 იანვრის 15:00 სთ-მდე, LMS.TSU.GE/UNI.TSU.GE-ის მეშვეობით.
გთხოვთ, შეტყობინების კატეგორიაში აირჩიოთ "სასწავლო დეპარტამენტი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი" და სათაურში მიუთითოთ: "საუნივერსიტეტო დაფინანსების აპელაცია".
შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდეთ ტელ.: 577799740.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია: საუნივერსიტეტო დაფინანსების სია მოცემულია სტუდენტების პერსონალური მაიდენტიფიცირებელი მონაცემების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) გარეშე, შესაბამისად, სიაში მოცემულია სტუდენტის ID (უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი), რომლის ნახვაც სტუდენტებს შეუძლიათ LMS.TSU.GE-ის (ბაკალავრიატი) და UNI.TSU.GE-ის (მაგისტრატურა) ბაზაში, სტუდენტის პოფაილის ანკეტურ მონაცემებში.
გისურვებთ წარმატებას!